შსს-მ რამდენიმე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალბატონი დააკავა

შსს-მ რამდენიმე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალბატონი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს და პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 55 წლის ვენერა ობოლაშვილი დააკავეს.

ეჭვმიტანილი კონტაქტში; მარტოხელა ადამიანებთან შედიოდა, ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ; ბინებს, შემდგომი რეალიზაციისათვის. მიზნის მიღწევის შემდეგ ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანებს კლავდა.

შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილია,; რომ 1984 წელს ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი 1941 წელს დაბადებული იური იურკინი და მისი ბინა 4000; აშშ დოლარად გაყიდა.

2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1956 წელს დაბადებული ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

2009 წელს მოკლა 1930 წელს დაბადებული მარია არზამასევა და მისი ბინა 20 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება სისხლის სამართლის; კოდექსის 109-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა