"ქარვასლაში" დღეს მიხეილ მჭედლიშვილის ნაქარგი ხატების გამოფენა გაიხსნება

"ქარვასლაში" დღეს მიხეილ მჭედლიშვილის ნაქარგი ხატების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორმოცი ნაქარგი ხატი. მათ შორის: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ელია წინასწარმეტყველი, მთავარანგელოზები გაბრიელი და მიქაელი, წმ. სვიმეონ მესვეტე, წმ. გრიგოლ ხანძთელი და სხვა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მიხეილ მჭედლიშვილის შემოქედებას თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.

მისი შემოქმედების შესახებ, სარატოვისა და ვოლსკის ეპისკოპოს ლონგინოზის კურთხევით, გამოიცა წიგნი ,,მიხეილ მჭედლიშვილის ნაქარგი ხატები”, რომელშიც არქიმანდრიტი რაფაელი წერს; მხატვრის ნიჭსა და მის თვითმყოფადობაზე. მისი თქმით, მხატვარს შეუძლია წმინდანთაA სახეების დამახასიათებელი ნიშნების დანახვა; და მათი ასახვა. ამიტომ მის მიერ შექმნილი ნაქარგი; ხატები გამოირჩევა არა პორტრეტული, არამედ შინაგანი სულიერი მსგავსებით.

მიხეილ მჭედლიშვილი დაიბადა 1950 წელს, თბილისში. 1976 წელს დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. ემსახურებოდა საქართველოს საპატრიარქოს. 1996 წელს საქართველოს საელჩომ მიხეილ მჭედლიშვილი გამოფენით რუსეთში მიიპატიჟა, სადაც იგი 12 წელი დარჩა ოჯახთან ერთად. გახდა რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი, ასევე სხვადასხვა გამოფენა-კონკურსების ლაურეატი. მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენაში, სადაც დააჯილდოვეს მართლმადიდებლურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის. 2008 წელს თბილისში დაბრუნდა.

დამოფენა 2010 წლის 8 იანვრამდე გაგრძელდება.

;

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს