ავთანდილ დემეტრაშვილი -  შემუშავებული პროექტები პარლამენტის როლის გაძლიერებას გულისხმობს

საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ავთანდილ დემეტრაშვილის მტკიცებით, კომისიის ფარგლებში შემუშავებული პროექტები სწორედ პარლამენტის როლის გაძლიერებას გულისხმობს.

როგორც დემეტრაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს უნდა შეეძლოს, კონტროლი გაუწიოს, როგორც მთავრობის, ისე პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება სასამართლოს, დემეტრაშვილის თქმით, საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის უფლებასაც ანიჭებს.

“ასევე, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლების მიცემაზე, დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა”, - დასძინა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

ავთანდილ დემეტრაშვილი ახალი საკონსტიტუციო პროექტის პარლამენტში ინიცრებას საშემოდგომო სესიისთვის ვარაუდობს.

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო პარლამენტის როლის გაძლიერების რეკომენდაციას იძლევა.

;

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს