წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა მიმართვა გაავრცელა

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა დღეს პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა.

პრეზენტაციას უძღვებოდა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნონა გაფრინდაშვილი.

მან წაიკითხა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უარესდება და საქართველო შესაძლოა, კვლავ აღმოჩნდეს დამანგრეველი ომის წინაშე. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევა.

“სახალხო კრებამ უნდა მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდაცია და დასახოს რეალური გზები ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად”, - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

;ჯგუფი მოუწოდებს საქართველოში ყველა არსებულ პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ კრების ორგანიზებაში. რაც შეეხება თავად კრების ჩატარების თარიღს, მოგვიანებით გადაწყდება.;;;

დღევანდელ პრეზენტაციაზე, ასევე, გამოვიდნენ საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრები; მათ შორის -; ელიზბარ ჯაველიძე, გოგი ქავთარაძე, რეზო ესაძე.

ელიზბარ ჯაველიძემ, “ყველას, ვისაც ქვეყნის გადარჩენა სურს, მოუწოდა კრებაში მონაწილეობისკენ”.

გოგი ქავთარაძის განცხადებით კი, ქვეყნის პრობლემების წარმომადგენლობით კრებაზე გადაწყვეტა ქართული ტრადიციაა.

რეზო ესაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კრება უკვე დიდი ხნის წინ უნდა გამართულიყო.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ სახალხო წარმომადგენლობით კრებაში ქვეყნის ყველა რაიონისა და ქალაქის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას და ხალხი ერთად გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყნის პრობლემები.

დღევანდელ პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს წევრები”. მათ განაცხადეს, რომ მოძრაობა სახალხო წარმომადგენლობითი კრების იდეას მხარს უჭერს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო