ზურაბ ნოღაიდელი - საგურამოში ოპოზიციის კონსულტაციები ჭადრაკის სასახლეში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა

~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა საგურამოში ოპოზიციის კონსულტაციების გამართვა დაადასტურა. მან ბიძინა გეგიძის აგარაკი ცოტა ხნის წინ დატოვა.

;ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონსულტაციები ჭადრაკის სასახლეში 24 თებერვალს დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

;საგურამოში, შეხვედრაზე სავარაუდოდ ამ დრომდე იმყოფებიან ლევან გაჩეჩულაძე, ბიძინა გეგიძე და ეროსი კიწმარიშვილი. შეხვედრა ლევან გაჩეჩილაძის მეგობრის, ბიძინა გეგიძის აგარაკზე, საგურამოში მიმდინარეობს.

;ნინო ბურჯანაძის პარტიაში საგურამოს კონსულტაციებში მონაწილეობას არ ადასტურებენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს~ პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძის პარტიიდან საგურამოში შეხვედრაზე არავინ იმყოფება.

;შეხვედრაში მონაწილეობას ~კონსერვატორებიც~ უარყოფენ. ~ინტერპრესნიუსს~ კახა კუკავამ განუცხადა, რომ მათგან საგურამოს აგარაკზე არავინ იმყოფება.

;სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები და ეროსი კიწმარიშვილი, რომლის შეხვედრაში შესაძლო მონაწილეობის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.

;

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება