ირაკლი ალასანია საზოგადოების ცნობიერებაში რევოლუციას გეგმავს

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია რევოლუციას არა ქვეყანაში, არამედ საზოგადოების ცნობიერებაში გეგმავს.

;;; ამის შესახებ ალასანიამ დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში "გაზაფხულზე დაანონსებული ჭექა-ქუხულის" თემაზე საუბრისას განაცხადა.

;;; მისი თქმით, რევოლუცია უნდა მოხდეს ადამიანების შეგნებაში, სადაც დამკვიდრებულია, თითქოს არჩევნების გზით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. "ეს უნდა შეიცვალოს ადამიანების გონებაში", – განაცხადა ალასანიამ, რომელიც არჩევნებში წარმატებაში დარწმუნებულია, თუმცა, იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი ზურაბ ნოღაიდელთან ერთად არ წარიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება