„თბილისი მარიოტში“ ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევის - „სამხედრო მოქმედებათა განუახლებლობის გარანტიები: საფრთხის მოლოდინი ქართულ-აფხაზურ კონტექსტში“ პრეზენტაცია მიმდინაორებს.;

პრეზენტაციაში მონაწილეობენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო განგაშის“ ეგიდით მიმდინარე ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სხვადასხვა თემებზე კვლევის შედეგებს წარმოადგენენ ვახტანგ ყოლბაია -; `ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ცეცხლის განუახლებლობის რეტროსპექტიული ანალიზი~; ივლიანე ხაინდრავა _ `სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის უზრუნველყოფის საერთაშორისო გამოცდილება~; ნოდარ სარჯველაძე - `2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საექსპერტო შეფასება,~ ელენე ჩომახიძე - `აფხაზეთში სამხედრო მოქმედებათა განუახლებლობის თემის მიმართ დამოკიდებულება“; არჩილ გეგეშიძე - `ახალი რეალობის ანალიზი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების; კონტექსტში.~

;;;; კვლევის შედეგად მომზადდა საერთო დასკვნები და რეკომენდაციები.

;

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება