ავღანეთში აფეთქებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

ავღანეთში მომხდარ აფეთქებებს 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

;;; როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, დღეს ავღანეთის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, ბადგისის პროვინციაში მეამბოხე “თალიბების” მიერ გზებზე დამონტაჟებულ ნაღმებზე ორი სატვირთო მანქანა აფეთქდა. ორივე შემთხვევაში სატვირთოებით ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ.

ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, პირველ აფეთქებას 10, ხოლო მეორეს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება