თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოხდება

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართველმა ანი თაქთაქიშვილმა; დედაქალაქის მოსახლეობისთვის პირველი აპრილის ჩათვლით არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებზე პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, დედაქალაქის მერიამ და კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა", მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც აბონენტებს დავალიანების სრულად დაფარვაში დაეხმარება.

რესტრუქტურიზაციის მსურველმა აბონენტებმა 14 მაისამდე უნდა მიმართონ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დავალიანების 20%-ის გადახდის შემდეგ მათთან გაფორმდება ხელშეკრულება ვალის 5 თვეზე; თანაბრად გადანაწილების შესახებ. დავალიანების გადახდა უნდა განხორციელდეს; ყოველთვიურად, მიმდინარე გადასახადთან ერთად.

თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინიციატივა 150 000 აბონენტს არსებული დავალიანების გადახდას გაუადვილებს და ბუნებრივი აირით შეუზღუდავად სარგებლობის საშუალებას მისცემს.

დავალიანების რაოდენობა 12 მილიონ ლარს შეადგენს. რესტრუქტურიზაცია მხოლოდ მოსახლეობაზე გავრცელდება და საწარმოებს და დაწესებულებებს არ შეეხება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს