ფუნქციონირებას შეწყვეტს.
კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ~რაო ეეს~-ის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა ვერნადსკის გამზირზე მდებარე ოფისთან კორპორაციული დროშა დაუშვა. ~რაო ეეს~-ის დროშის ადგილზე 24 კომპანიის დროშა განთავსდა, რომლებიც ელექტროენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა.
1 ივლისიდან რუსეთში ფუნქციონირებას დაიწყებენ: გენერაციის 6 საბითუმო კომპანია, გენერაციის 14 ტერიტორიული კომპანია, ~რუსჰიდრო~, ფედერალური ქსელური კომპანია, სისტემის ოპერატორი, ჰოლდინგი ~МРСК~, აღმოსავლეთის ~რაო ეს~ და ~ინტერ რაო ეეს~.
ენერგეტიკის ახალი სტრუქტურა კერძო საკუთრებისა და საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული.
სწორედ ~ინტერ რაო~-ს დაქვემდებარებაში დარჩება თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია ~თელასი~. რუსულ კომპანიას ~თელასის~ აქციათა 75% ეკუთვნის.
;