მერობის კანდიდატების ბოულინგში შეჯიბრისას გამარჯვებული მმართველი პარტიის წარმომადგენელი გახდა

”თბილისი ცენტრალში” დღეს ბოულინგის თამაშში გამარჯვებული მერობის კანდიდატები და პიარ სამსახურები გამოვლინდნენ .

ღონისძიება ,,რადიოქალაქის" ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მერობის კანდიდატებიდან ნიკა ივანიშვილი, ზვიად ძიძიგური და გიორგი ლაღიძე მონაწილეობდნენ.

თამაშს ესწრებოდა გია ჭანტურია, რომელსაც თავისი შესაძლებლობები ბოულიგში დღეს არ მოუსინჯავს.

~ნაციონალურ მოძრაობას~ წარმოადგენდა პარტიული სიის მე-16 ნომერი ვახო მჭედლიძე, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა, თუმცა, მთავრი პრიზი - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ტურისტული საგზური, ~კონსერვატორების~ პრესსამსახურის ხელმძღვანელს ქეთი ჯოხაძეს დაუთმო. აღნიშნული პრიზი ტურისტულმა კომპანია ”ელიტ-ტურმა” დააწესა.

მეორე ადგილის მფლობელი ნიკა ივანიშვილი გახდა. მესამე ადგილზე კი ზვიად ძიძიგური გავიდა.

თამაშში მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვა კანდიდატებიც პიარ-სამსახურების წარმომადგენლებმა.