საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია დღეს დილით ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 8 ივნისს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება.
ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის მთავრობის, ~სამხრეთ ოსეთის~ დროებითი ადმინისტრაციის, საგარეო უწყებისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი ბოკერიამ ჟურნალისტებს გამგზავრებამდე განუცხადა, მხარეები უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, ქართული მხარე ყველაზე მწვავედ კონფლიქტის ზონებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხს დააყენებს და ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს.
~ყველაზე მწვავე საკითხი არის ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მიერ და ასევე ის, რომ მიუხედავად ჩვენი კეთილი ნებისა, გრძელდება მუდმივი ტერორი საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონებში ცხოვრებენ და მიმდებარედ გადაადგილდებიან, ეს განსაკუთრებით გალის რაიონს ეხება~, - განაცხადა ბოკერიამ.

























