ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრესკონფერენციაზე შეაჯამა

ნატო-ს გენერალურმა მდივნამა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
მან აღნიშნა, რომ "სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოისმინა მოკავშირეების ძლიერი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ".
"მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს IშAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ რეფორმების გაძლიერებაა საჭირო. საამისოდ ახლახან ჩატარებული არჩევნები იმედისმომცემი ნიშანია და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელებში. ვფიქრობ, აქცენტი გადატანილი უნდა იყოს თვადაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმირებაზე", - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ლისაბონის სამიტზე გაკეთდება გზავნილი იმის თაობაზე, რომ ალიანსის კარი მათთვის ღიაა.
პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

























