"მწვანეთა პარტია" აფხაზეთში ეკოლოგიურ კატასტროფას ვარაუდობს

"საქართველოს მწვანეთა პარტია" აფხაზეთში ეკოლოგიური კატასტროფას ვარაუდობს. პარტიამ შესაბამისი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა .

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილზე

მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ აჩვენა, რომ დიდია ალბათობა, იგივე განმეორდეს აფხაზეთში, თუ განხორციელდა "როსნეფტის" გეგმები შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.

"2009 წლის 26 მაისს რუსული კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელმა, სერგეი ბოგდანიკოვმა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. შედეგად, "როსნეფტს" აფხაზეთის საზღვო აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების უფლება მიეცა. კომპანია 3,9 ათასი კვადრატული კილომეტრის მასშტაბით განახორციელებს საძიებო სამუშაოებს. ჭაბურღილიები განლაგდება აფხაზეთის სანაპიროდან 9-10 კილომეტრის დაშორებით", - აღნიშნულია "მწვანეთა პარტიის" განცხადებაში.

"საქართველოს მწვანეთა პარტია~ მზად არის, აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული საკორდინაციო საბჭო შექმნას, რომელშიც ჩაერთვებიან წარმომადგენლები ევროპიდან.

"საქართველოს მწვანეთა პარტია~ მზად არის, თბილისში, სოხუმში, ზუგდიდში თუ სხვა ქალაქში ამ შეხვედრის ორგანიზება განახორციელოს", - აცხადებს "მწვანეთა პარტია".