კინოთეატრებში 1-ელი იანვრიდან ფილმის ჩვენება მხოლოდ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე იქნება შესაძლებელი
2011 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ჩვენება, მათ შორის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის, მხოლოდ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დღევანდელ პლენარულს ხდომაზე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილებით, კინოთეატრებში ფილმები პირველადი წარმოების ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების ან თარგმანის პირობით გავა.
ამას გარდა, აღნიშნული მოთხოვნების თავის არიდების შემთხვევაში, ჯარიმა პირველ ჯერზე 1500 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში 3000, მესამედ ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში კი 10 000 ლარი.
ცვლილებები "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განხორციელდა.

























