~ადამიანის უფლებათა ცენტრი~ კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს დღეს იწყებს

1 ივლისიდან კახეთის რეგიონში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს იწყებს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ორგანიზაციიდან აცნობეს, მათი მონაცემებით, სიღარიბის დაძლევის პროგრამა გამჭვირვალედ არ ხორციელდება, პროგრამის ფარგლებში დახმარებას ვერ იღებენ უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები მოქალაქეები.;

გარდა ამისა, უსაფუძვლოდ ან დაუსაბუთებელი მიზეზებით დახმარება უწყდებათ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი პირობებიც არ შეცვლილა. სოციალური სუბსიდიების საგენტოს რაიონულ განყოფილებებში სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, განცხადებებს განიხილავენ გვიან ან საერთოდ არ; რეაგირებენ მათზე.

მონიტორინგის ფარგლებში ~ადამიანის უფლებათა ცენტრი~ განმცხადებლებს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, საადვოკატო და საინფორმაციო მომსახურებას, დახმარების დანიშვნის მიზნით.

ასევე, 1 ივლისიდან იმუშავებს ცხელი ხაზი: 8(253)2-50-70

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია