რაჭის ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება

რაჭის ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, რეგიონში სტიქიის მიუხედავად აბონენტებს დენი შეუფერხებლად მიეწოდებათ.

19 ივნისს ენერგომომარაგება შეუწყდა კომპანიის, დაახლოებით, 250 აბონენტს, შოვის ნაწილსა და სოფელ გლოლაში. თუმცა, აბონენტების ენერგომომარაგება მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მორიგე გამსვლელი ბრიგადები უამინდობით გამოწვეული გათიშვების შემთხვევაში, მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე გადადიან, რათა ოპერატიულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ აბონენტების ელექტროენერგიის მიწოდება", - აცხადებენ კომპანიაში.