გუშინ ღამით საარტილერიო ბრიგადის კაპრალი მოკლეს

გუშინ, გვიან ღამით საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ საარტილერიო ბრიგადის კაპრალი ა. ასკილაშვილი მოკლეს .
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასკილაშვილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა ამავე ბრიგადის კაპრალმა. ასკილაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
კაპრალი, რომელმაც ასკილაშვილი დაჭრა, დაკავებულია სამხედრო პოლიციის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება.
გამოძიების დასრულებამდე პირველი საარტილერიო ბრიგადის რამდენიმე ხელმაძღვანელი პირი სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

























