ავსტრია და საქართველო მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორული ურთიერთობების შესახებ თანხმდებიან

ავსტრია და საქართველო მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორული ურთიერთობების შესახებ თანხმდებიან .
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ შპინდელეგერმა სამინისტროში პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო სამი საკითხი - მსხვილი ეკონომიკური პროექტები საქართველოსა და ავსტრიას შორის, ასევე საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ევროპის უსაფრთხოების საკითხი.
"ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ვიზიტია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისა საქართველოში. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია რეგიონით, დაინტერესებულია საქართველოთი და მათ იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ამ რეგიონში",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

























