გორში "ფეშენ შარმი" ჩვენებას გამართავს
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და სამოდელო სააგენტო "ფეშენ შარმის" ორგანიზებით, დღეს, გორში ჩვენება, სახელწოდებით "ბავშვები ბავშვებისთვის" გაიმართება.
ღონისძიება დევნილი ბავშვებისთვის იმართება და დევნილთა კვირეულის ფარგლებში ეწყობა. ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ სამოდელო სააგენტოს პატარები, რომლებიც ავთანდილის მიერ სპეციალურად მათთვის შექმნილ საბავშვო კოლექციას წარმოადგენენ.
სააგენტომ საბავშვო ჯგუფი მიმდინარე წელს შექმნა და სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით პირველი ჩვენება ომგადატანილ გორში მოეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ანსამბლი ,,ბზიკები", ანი ხანჩალიანი და ჯაზ-ბენდი ,,იანგ ლაიფი". ღონისძიების დასასრულს კომპანიები ,,მითანა" და ,,ბარამბო" პატარებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

























