განათლების მინისტრი "სკოლბურთის" ფინალურ თამაშს დაესწრება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, ბათუმში, სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატის ,,სკოლბურთის"" ფინალურ თამაშს დაესწრება.
სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი ,,სკოლბურთი"" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 1000-მა სკოლამ და 10 000-მდე მოსწავლემ მიიღო.
,,სკოლბურთის"" ფინალური შეხვედრა ბათუმის ,,ადელის"" სტადიონზე 19.00 საათზე დაიწყება.

























