პარლამენტში ხვალ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე იმსჯელებენ
პარლამენტში ხვალ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე იმსჯელებენ.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგენს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" პერმანენტულად აკრიტიკებენ ხოლმე ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიმდინარეობას. მათი აზრით, ამ მხრივ მდგომარეობა ბუნდოვანია და გაუგებარია, თუ რეალურად რას ითხოვს ამ მხრივ მთავრობა და რას სთავაზობენ მათ ინვესტორები.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ხვალ, 11:00 საათზე ელოდებიან.

























