ევროგაერთიანება საქართველოს 43,5 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროპის გაერთიანება იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საქართველოს 43,5 მლნ ევროს გამოუყოფს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ხვალ, რუსთავში, დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელმოწერის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი დაესწრებიან.