კახეთში რთველი 24 აგვისტოს დაიწყება

კახეთში რთველი 24 აგვისტოს დაიწყება

კახეთში რთველი 24 აგვისტოს დაიწყება, - ამის შესახებ, დღეს, ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.

კვეზერელის თქმით, კახეთის მასშტაბით, მიმდინარე წელს, ყურძნის მიმღები 34 პუნქტი იმუშავებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 10 დღის შემდეგ მოსავლის ზუსტი პროგნოზი დაიდება და ბიუჯეტი გაიწერება.

"თვენახევრიან რთველზე გადავდივართ, რაც ადრე საოცნებო იყო. წინა წლებში გვქონდა 20 დღიანი რთველი, დიდი რიგები და ეს აისახებოდა ხარისხზეც. წინა წლებთან შედარებით, 6 თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ღვინის ექსპორტის 50%-იანი ზრდა, შარშან თუ ამ დროისთვის გატანილი იყო 4 მილიონი ბოთლი, წელს უკვე გატანილია 6 მილიონი ბოთლი ღვინო", _ განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.