ბაქოში დღეს საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

ბაქოში დღეს საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

ბაქოში დღეს საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება . აზერბაიჯანში ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილება კონკრეტული პროექტები, მათ შორის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და რუსთავი-ბაქოს ავტობანის მშენებლობის საკითხი.

კომისიის სხდომის შემდეგ შედგება ნიკა გილაურის შეხვედრა მის აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასი-ზადესთან. იგეგმება ასევე გილაურის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ქართული დელეგაცია აზერბაიჯანიდან დღესვე დაბრუნდება.