ლადო ვარძელაშვილი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება

ლადო ვარძელაშვილი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დღეს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება, საუბარი სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხებს შეეხება.

გარდა ამისა, მინისტრი და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები ბათუმში ჩასატარებელი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დეტალებზეც იმსჯელებენ. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ბათუმის ჭადრაკის სასახლეში 19-29 სექტემბერს გაიმართება. ტურნირში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი 800-მდე გოგონა და ვაჟი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა ასაკი 8-დან 18 წლამდეა.