ლადო ვარძელაშვილი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე შეკრებაზე მყოფ მოჭიდავეებს შეხვდა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დღეს დუშეთის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსს სტუმრობდა.
მინისტრი დუშეთის ბაზაზე შეკრებაზე მყოფ საქართველოს თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ძირითადად 6-11 სექტემბერს მოსკოვში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ეხებოდა. ლადო ვარძელაშვილმა სპორტსმენებს ტურნირზე წარმატებით გამოსვლა უსურვა და სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.
საბოლოოდ მინისტრმა დუშეთის ოლიმპიური სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სპორტის ამ სახეობის სამომავლო განვითრების გეგმებზე ისაუბრა.

























