დიმიტრი მედვედევმა ზურაბ წერეთელი და თამარ გვერდწითელი დააჯილდოვა

დიმიტრი მედვედევმა ზურაბ წერეთელი და თამარ გვერდწითელი დააჯილდოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა `მამულის წინაშე დამსახურებისთვის~ ბაშკირიის ექსპრეზიდენტი მურთაზ რაჰიმოვი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილდოივა.

ამის შესახებ სააგენტო `ინტერფაქსი~ იუწყება. ცერემონია კრემლში შედგა.

მედვედევმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა მომღერალი თამარ გვერდწითელი და კომპოზიტორი ალექსეი რიბნიკოვი. დაჯილდოებულთა შორის რუსული თეატრის მსახიობებიც არიან.