ინკლუზიური განათლების საკითხებზე დღეს საერთაშორისო სემინარი გაიმართება

დღეს საერთაშორისო სემინარი გაიმართება.;

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ განათლების სამინისტროს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის უფროსმა თამთა გოლუბიანმა განუცხადა, სემინარის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილებების გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაწყება. მისივე თქმით, სემინარში ქართველი და უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობენ.

~ინკლუზიური განათლების დანერგვის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები; საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთვებიან~, - აღნიშნა გოლუბიანმა.

მისივე თქმით, დღეისთვის დევიზით - ”ვისწავლოთ ერთად”, 200-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე თბილისის 10 საჯარო სამოდელო სკოლაში სწავლობს. უახლოეს მომავალში ინკლუზიური განათლება დაინერგება ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდასა და რუსთავში.;

სემინარი ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციის ”თანადგომა” ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია