აჭარის რეგიონს წლის დასაწყისიდან 514 815 ვიზიტორი სტუმრობდა

აჭარის რეგიონს წლის დასაწყისიდან 514 815 ვიზიტორი სტუმრობდა

აჭარის რეგიონს წლის დასაწყისიდან 514 815 ვიზიტორი სტუმრობდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 150%-ით მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით - 240,3 %-ით მეტი.

2010 წლის დასაწყისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აჭარაში 159 843 უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 158%-ით მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით - 220 %-ით მეტი.

უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობით სომხეთი ლიდერობს. აღნიშნულ პერიოდში აჭარაში ჩასული უცხოელი ტურისტების 38,5 % სომხეთის მოქალაქეებზე მოდის, 38% - თურქეთის მოქალაქეებზე, ხოლო 14% - აზერბაიჯანის მოქალაქეებზე.