ქართველი კალათბურთელები დღეს ბელგიელებს დაუპირისპირდებიან

ქართველი კალათბურთელები დღეს ბელგიელებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ბელგიის გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრა ორივე გუნდისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ბულგარეთი, პოლონეთი და საქართველო C ჯგუფში ლიდერები არიან, ბელგიის ნაკრები კი მეოთხე ადგილზეა.

მუხლის ტრავმის მიუხედავად, დღეს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც ითამაშებს.

საქართველო-ბელგიის ნაკრებების შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.