საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა კალათბურთელებმა პორტუგალიის ნაკრები 23 ქულის სხვაობით დაამარცხეს .

პორტუგალიის ქალაქ ფაფეში გუშინ გამართული შეხვედრა ქართველების სასარგებლოდ, 57:80 დასრულდა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრებს 7 თამაშიდან 11 ქულა აქვს (4 მოგება, 3 წაგება) და მე-4 ადგილზეა. ბულგარეთი და პოლონეთი ქართველებს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ.

ჯგუფში პირველ ადგილზეა ბელგიის ნაკრები, რომელმაც 7 თამაშიდან 12 ქულა დააგროვა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს 29 აგვისტოს შეხვდება. თამაში სპორტის სასახლეში შედგება.