საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს .

ევრო-2011 ლიტვაში გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრები ყოველგვარი დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" იუწყება.

აგვისტოში საქართველოს ნაკრებმა ჩ საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (5 მოგება, 3 წაგება) და წესით, ქართველ კალათბურთელებს 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა ეთამაშათ. თუმცა, ფიბა-მ "ევრობასკეტ 2011"-ზე გუნდების რიცხვი 24-მდე გაზარდა და მომავალი წლის საკვალიფიკაციო ტურნირი საერთოდ გააუქმა.

საქართველომ, იტალიამ, ბოსნიამ, უკრაინამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა ყოველგვარი რეპეშაჟის გარეშე მიიღეს ევრო-2011-ის საგზური - იტყობინება იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტი. შემდეგ ინფორმაცია სხვა საიტებზეც გავრცელდა.

საქართველოს ნაკრების მთავრი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ასისტენტის, დავით უსტიაშვილის განცხადებით, "ეს არის ისტორიული მოვლენა - პირველად გუნდურ სახეობებში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს უდიდესი წარმატებაა. ნაკრებს შრომა და ბრძოლა დაუფასდა".

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ფინალური ეტაპის კენჭისყრა.