სპორტის მასწავლებლებისთვის გზამკვლევი შეიქმნა

სპორტის გაკვეთილების უფრო ეფექტურად და ხარისხიანად დანერგვის მიზნით, მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა.

"გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის" VII – XII კლასების პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი. სახელმძღვანელოში სპორტის 26 სახეობაა (სათამაშო სახეობები, ორთაბრძოლის სახეობები, ინდივიდუალური სახეობები) შეტანილი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ხვალ, თბილისის №142 საჯარო სკოლაში, ახალ სახელმძღვანელოებს გლდანის რაიონის 100-მდე სპორტის მასწავლებელს წარუდგენენ.

2010-2011 სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.