ამირან ტოტიკაშვილმა ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ამირან ტოტიკაშვილმა ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ამირან ტოტიკაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო .

როგორც ტოტიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ საკითხს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზეც დააყენებს.

მისივე თქმით, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე თავად იღებს პასუხისმგებლობას.

ძიუდოს ფედერაციაში ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ამასთან, შესაძლოა, სხდომას ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც დაესწროს.

აღმასრულებელი საბჭო გაარკვევს, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ტოკიოში მომხდარი ინცინდენტის გამო, რომლის დროსაც ირაკლი ცირეკიძემ ტატამზე გასვლა დაიგვიანა და ასპარეზობაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.