შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

შოთა ხაბარელი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს .

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის წევრმა, შოთა ხაბარელმა ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სხდომაზე ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ცირაკიძესთან დაკავშირებული ინციდენტი უნდა განიხილონ.

ხაბარელის განცხადებით, ქართულ ძიუდოში შექმნილი პრობლემები პირდაპირ კავშირშია ფედერაციის დღევანდელ პრეზიდნეტთან, დილარ ხაბულიანთან და ის თანამდებობიდან აუცილებლად უნდა გადადგეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხაბარელი აცხადებს, სპორტის ამ სახეობაში უფრო ბევრი და უფრო მასშტაბური პრობლემები შეიქმნება.

შოთა ხაბარელის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ხაბულიანის გადაყენებას ოფიციალურად მოითხოვს.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ამირან ტოტიკაშვილის გადადგომის საკითხს, როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, ტოტიკაშვილის გადაწყვეტილება, რომ სხდომამდე გაეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე, ნაადრევი იყო.

"საჭირო იყო, ჯერ გამართულიყო სხდომა და კომისიის წევრებს მოესმინათ ამირან ტოტიკაშვილის პოზიციები, განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა სხდომა გადაწყვტილებას, დარჩებოდა თუ არა ტოტიკაშვილი დაკავებულ თანამდებობაზე",-აღნიშნა ხაბარელმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს