თბილისსა და განმუხურში აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებები გაიმართა

თბილისსა და განმუხურში აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთში დაღუპულთა პატივსაცემად, თბილისსა და განმუხურში წუხელ გვიან ღამით ხსოვნის ღონისძიებები გაიმართა .

"ჩვენ ერთი გული გვაქვს" ამ სახელწოდების აქცია გმირთა მოედანზე წუხელ გვიან ღამით ჩატარდა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქართველი და აფხაზი დედები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრმა გია ბარამიძემ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა დიმიტრი სანაკოევმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით აფხაზმა დედამ მიმართა და აფხაზ და ქართველ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

გია ბარამიამ კი აღნიშნა, რომ ქართველების, აფხაზების და ოსების მომავალი ბედნიერი იქნება. გმირთა მოედანზე შერიგების კლიპისა და ახალი სიმღერის პრეზენტაციაც გაიმართა.

განმუხურში კი, მშვიდობის ხიდზე თეატრალიზებული წარმოდგენა ~გადაძახილი მსოფლიოს~ გაიმართა. წარმოდგენისთვის სპეციალური მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. აქციის დასასრულს ქართული ნანა აჟღერდა, რომელიც მომღერალმა ელენე ფოჩხუამ შეასრულა. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსული აგრესიის შედეგები კიდევ ერთხელ დაინახოს.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.