სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა ტელეფონით ისაუბრეს

სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა კონფლიქტის ზონების გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს.;

როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტი იუწყება, დე-ფაქტო პრეზიდენტების სატალეფონო საუბარი გუშინ შედგა.

ბაღაფშმა და კოკოითმა უსაფრთხოების შესაძლო ზომებზეც იმსჯელეს. კოკოითმა აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორირსტულ საქმიანობას უკვე წლების განმავლობაში ეწევა. მისი თქმით, ოს სამართალდამცველებს ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.;

~საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერორიზმის პოლიტიკის ნეიტრალიზება აუცილებელია. ამჟამად საქართველოს მოქმედებები ვითარების დესტაბილიზაციისა და ძალისმიერი ჩარევისთვის სიტუაციის შექმნისკენ არის მიმართული~, - განაცხადა კოკოითმა აფხაზ კოლეგასთან საუბრისას.;