"ლიბერთი ბანკში" კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი
"ლიბერთი ბანკის" 25 სერვის ცენტრში დღეიდან კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.
"ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრების მისამართები ქვითარზე იქნება დატანილი და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ სერვის ცენტრებს მიაკითხოს.
რაც შეეხება სხვა კომერციულ ბანკებს, ისინი მოსახლეობას საკომისიო გადასახადით მოემსახურებიან.

























