კობა ლიკლიკაძე - ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების ყოფნა განუზომელ რისკებთან არის დაკავშირებული

კობა ლიკლიკაძე - ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების ყოფნა განუზომელ რისკებთან არის დაკავშირებული

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების ყოფნა განუზომელ რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ რადო "თავისუფლების" ჟურნალისტმა, კობა ლიკლიკაძემ განაცხადა .

მისი თქმით, განსაკუთრებით სახიფათო ზონად ჰელმანდის პროვინციაა მიჩნეული, სადაც ქართველი სამშვიდობოები იმყოფებიან.

"ჰელმანდის პროვინციაში თავდამსხმელების, მოიერიშეების შეტევა, ტრადიციულად, მაღალია. ბრიტანეთმა ამ რაიონში 100 ჯარისკაცი დაკარგა, რის გამოც აღნიშნული ტერიტორიიდან სამშვიდობოები გამოიწვია", - აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ რადო "პალიტრასთან" საუბრისას.

კობა ლიკლიკაძეს მიზანშეუწონლად მიაჩნია ავღანეთის ოპერაციაში რადენიმე ქართული ასეულის გაგზავნა. მისი თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნებიც კი, ავღანეთში მხოლოდ ერთ ასეულს აგზავნიან.