საქართველოს თავდაცვის უწყების დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება

საქართველოს თავდაცვის უწყების დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება .
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 660 000.0 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს. მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტრო 744 550 ათასი ლარით ფინანსდება, გასულ წელს დაფინანსებამ 868 565.7 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მომავალ წელს, 660 000 ათასი ლარიდან თავდაცის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისთვის 641 132.2 ათასი ლარია გათვალისწინებული, თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – 18, 867.6 ათასი ლარი, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ამ მიმართულებით მიმდინარე წელს გაწერილ ხარჯებს.
სამხედრო ჰოსპიტალის დაფინანსება მომავალ წელსაც 6, 249 ათასი ლარი იქნება, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის 3, 648. 3 ათასი ლარი დაიხარჯება. დანარჩენი თანხები თავდაცვის უწყებაში გადასულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს მოხმარდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. განხილვის პროცესში თანხები შესაძლოა, შეიცვალოს.
მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

























