ლეიბორისტები "ეროვნული ფორუმის" წევრის ზაზა ჩაკვეტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ

"ლეიბორისტული პარტია" "ეროვნული ფორუმის" დაპატიმრებული წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის გათავისუფლებას მოითხოვს .
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრის დაპატიმრება "მოძალადე რეჟიმის მიერ, პოლიტიკური ოპონენტების რეპრესირების მორიგი გამოვლინებაა".
პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ზაზა ჩაკვეტაძე უკანონოდ დააკავეს და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი რეჟიმის შესაცვლელად ბრძოლის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ზაზა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე, მოვაჭრეების აქციაზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს. მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

























