გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს

გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.
აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული წლის ბოლოს მიიღო, თუმცა მას შემდეგ საკითხის განხილვა აღარ შემდგარა.
პროექტით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარის გაზრდა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომელსაც მთავრობა დანიშნავს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში არა მისი გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ – ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შევა.

























