ჭიათურაში თანამედროვე ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ჭიათურაში თანამედროვე ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა ელექტრონულმა მუსიკალურმა ჯგუფმა და ცალკეულმა შემსრულებლებმა მიიღეს.
ფესტივალი, რომლის სახელწოდებაა "მეორე სიცოცხლე", სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო.
პროექტი მიზნად ისახავს, დაუბრუნონ აქტუალობა და ე.წ. მეორე სიცოცხლე ქალაქებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტაგნაცია განიცადეს.
ფესტივალი ჭიათურის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მას თბილისიდან, ქუთაისიდან და მეზობელი რაიონებიდან ჩასული ახალგაზრდები დაესწრნენ.

























