დიმიტრი მედვედევი - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება რეალური ხდება

დიმიტრი მედვედევი - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება რეალური ხდება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება რეალური ხდება.

როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბრიუსელში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"აშშ-სთან და ევროკავშირთან ჩვენი მოლაპარაკებების შემდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან რუსეთის მიერთება რეალობა ხდება. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა წელს ამ მიმართულებით პროცესი. მთელი ათწლეულის განმავლობაში ამ თემაზე მოლაპარაკებებში ეს წელი ყველაზე წარმატებული იყო", - განაცხადა მედვედევმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა კოლეგას და პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირს, რომელიც აღნიშნული საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდა.

დღეს, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ და ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა კარელ დე გიოხტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგების შესახებ.