დიმიტრი შაშკინი #55-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხელბურთის ჩემპიონატის ფინალურ შეჯიბრს დაესწრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, თბილისის #55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ხელბურთის ჩემპიონატის ფინალურ შეჯიბრს დაესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი წარმატებულ სპორტსმენ მოსწავლეს სპეციალური პრიზითაც დააჯილდოებს.

ფინალში მონაწილეობას მიიღებენ VIII კლასის მოსწავლეები და გამოვლინდება გამარჯვებული კლასი სპორტის ამ სახეობაში. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს