კინოკრიტიკოსებმა 2010 წლის საუკეთესო ფილმად "სოციალური ქსელი" დაასახელეს

კინოკრიტიკოსებმა 2010 წლის საუკეთესო ფილმად "სოციალური ქსელი" დაასახელეს

ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ 2010 წლის საუკეთესო ფილმად მაიკ ფინჩერის "სოციალური ქსელი" დაასახელა. ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ავრცელებს.

საუკეთესო რეჟისურისთვის პრემია და ჯილდო ფინჩერმა ოლივიე ასსაიასთან გაიყო, რომელმაც ტერორისტ რამირეს სანჩესის შესახებ ფილმი "კარლოსი" გადაიღო. ამავე ფილმს საუკეთესო უცხოური ფილმის ტიტულიც მიანიჭეს.

წლის საუკეთესო მსახიობად კი კრიტიკოსებმა კოლინ ფიორტი დაასახელეს, რომელმაც ტომ ჰუპერის ფილმში "მეფე ლაპარაკობს" მონარქის გეორგ VI-ის როლი შეასრულა, საუკეთესო მსახიობი ქალი კი კიმ ხე-ჯა გახდა, რომელმაც მთავარი როლი სამხრეთ კორეულ ნამუშევარში "დედა" ითამაშა, ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა ნომინაციაში "კინოექსპერიმენტი" ჯილდო ფილმ "სოციალიზმისთვის" მიიღო.

გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება 2011 წლის 15 იანვარს გაიმართება.

დღეს საკუთარ ფავორიტებს ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციაც დაასახელებს.