ჰოლივუდის დიდების ხეივანში გვინეტ პელტროუს ვარსკვლავი გაიხსნა

ჰოლივუდის დიდების ხეივანში გვინეტ პელტროუს ვარსკვლავი გაიხსნა

13 დეკემბერს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ამერიკელი მსახიობის გვინეტ პელტროუს ვარსკვლავი გაიხსნა. ამის შესახებ ახალი ამბების პორტალი gossipcenter.com იუწყება.

პორტალის ინფორმაციით, ვარსკვლავი 38 წლის მსახიობის პარტნიორმა და მეგობარმა ტიმ მაკგრომ წარადგინა, რომელთანაც ერთად პელტროუმ ახალ ფილმში "სიყვარული არასდროს მიღალატებს" ითამაშა.

პელტროუს დებიური კინოში 1991 წელს შედგა, თუმცა მსოფლიო აღიარება 1998 წელს გადაღებული ფილმით "შეყვარებული შექსპირი" მიიღო. ამ როლისთვის პელტროუმ "ოსკარი" მიიღო ნომინაციაში "ქალის საუკეთესო როლი". ფილმში "მტკიცებულება" შესრულებული როლისთვის კი "ოქროს გლობუსი" მიიღო.