მურმან დუმბაძე - ოშკის აღდგენის შესახებ არსებული სახით შეთანხმების ხელმოწერაზე ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას

ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ არსებული სახით შეთანხმების ხელმოწერაზე ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აღდგენის შესახებ საუბრისას განუცხადა.

"ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას არსებული სახით შეთანხმების ხელმოწერაზე, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს კანონით, კონსტიტუციით მას ამდაგვარ მშენებლობებში ჩარევა ეკრძალება. ვერც ეკლესიას ააშენებს საქართველოს სახელმწიფო და ვერც მეჩეთს. თურქეთში არსებული ქართული ტაძრები რომ გადარჩეს, საჭიროა მეტი მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იუნესკოსა და თურქეთის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს საქართველოს საპატრარქო, რათა სრული ბალანსი იქნეს დაცული", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე აზრით, თუ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართულ ეკლესიებს მხოლოდ საინჟინრო ნაგებობის ფუნქცია ექნება, მათ სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აღდგენა მიუღებელია.

არსებული ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე გასული საუკუნის 40-იან წლებში დამწვარი მეჩეთის აღდგენა იგეგმება. ბათუმის მოსახლეობის ნაწილი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ბათუმში მეჩეთის აღდგენისა და ფუნქციონირების შემთხვევაში თურქეთში აღდგენილ ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურებაც უნდა აღდგეს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია