სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებისგან 13 მილიარდი დოლარის გადახდას კვლავ მოითხოვს

სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებისგან 13 მილიარდი დოლარის გადახდას კვლავ მოითხოვს . როგორც აფხაზური ტელეკომპანია "აბაზა-ტვ" იუწყება, ამის შესახებ სოხუმის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთში ქონებრივი დავების რუსულ-აფხაზური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ ოდენობის ზარალი მიადგა აფხაზეთს "საქართველოს აგრესიის" შედეგად. ამ კომპენსაციის გადახდის შემდეგ კი, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ქართველებს ჰპირდებიან კომპენსაციის, რომლებმაც აფხაზეთში ქონება დაკარგეს. უშუალოდ ქონების დაბრუნებას კი სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის არ აპირებს. ამის შესახებ თათბირზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ადლეიბამ განაცხადა. კომისია ქართველი მოქალაქეების განცხადებების განხილვას არ აპირებს და ამის თაობაზე რუსულ-აფხაზურმა კომისიამ პრინციპულ თანხმომას მიაღწია.

ოქტომბრიდან დეკემბრამდე კი, კომისიაში 118 განცხადება შევიდა და მათგან გადაწყვეტილება 43-ზე მიიღეს. 6 მფლობელს უძრავი ქონება უნდა დაუბრუნონ, 8 მესაკუთრეს სასამართლოსთვის მიმართვა ურჩიეს, ერთ საქმეზე კი დამატებითი დოკუმენტების შეგროვებაა საჭირო. 118 მიმართვიდან 75 ფაქტზე ახალი კანონიერი მესაკუთრეები დაადგინეს. დანარჩენი 43-დან 28 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

კომისიაში სოხუმის რეჟიმთან ერთად რუსეთის გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. ისინი აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზეც გადიან და მოწმეებსაც კითხავენ. დადგინდა ცალკეული ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება და დოკუმენტების გაყალბება. ამასთან დაკავშირებით ბაღაფშმა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს დამნაშავეების დადგენა და პასუხიგებაში მიცემა დაავალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა